კულტურისა და დასვენების პარკში ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება

0

12218299_951279374961472_657485398_o„ჩემთვის დირექტორობა არც კომფორტია, არც ძალაუფლება, ის დიდი პასუხისმგებლობაა ჩემი ბოლნისელებისა და გამგებლის წინაშე,“- აცხადებს მადონა ჭელიძე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავლობაა. ასწლოვანი ხე-მცენარეებითა და  ხელსაყრელი გარემო პირობებით, ახალგაზრდებისათვის და არა მარტო მათთვის მიმზიდველი ადგილია.  გამომდინარე აქედან, პარკის ადმინისტრაციამ, დამსვენებელთათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, სხვადასხვა სამუშაო ჩაატარა. პარკში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა 110 მეტრიანი სასმელი წყლის მილი, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ტერიტორიაზე გამავალი ასმეტრიანი სარწყავი არხი დაიფარება შავი მიწით, სადაც დაირგვება ვარდები.

„ბოლნისის  გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უხვი ნალექების დროს  პარკის ტერიტორია მთლიანად იტბორებოდა, კანალიზაცია ჩაედინებოდა გამავალ სარწყავ არხში და აქაურობა სიბინძურის კერად იყო ქცეული, გაუქმდა სარწყავი არხი და  ნიაღვარი აღარ გვაწუხებს, თუმცა თუ დასჭირდა ქალაქს, ჩაიდგმება სპეციალური ე.წ ლატოკები და სარწყავი არხი ისევ დაიწყებს ფუნქციონირებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე ილია ჭავჭავაძის ძეგლს და ტენისის სახლს. ძეგლი ბაზალტის ქვით იყო გაკეთებული, ახლა ის მარმარილოთი და გრანიტით მოაპირკეთეს და  დიდი მამულიშვილის სახელი და გვარიც დააწერეს,’’-  განაცხადა კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა მადონა ჭელიძემ.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტენისის სახლს, სადაც დაიდგა 3 მაგიდა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. პარკის მეორე იარუსსზე მდგარი მოძველებული ატრაქციონები საფრთხეს უქმიდა დამსვენებლებს, რვაფეხა ჯაჭვები და თვითმფრინავების საბავშვო ატრაქციონები დაიშალა, დასაწყობდა და მის ადგილზე დაირგვება მცენარეები და იქნება მოსასვენებელი ადგილი. დაიშლება ასევე მანქანების ატრაქციონებიც.

პარკის მთელ ტერიტორიაზე დაიდგა ნაგვის ურნები და განახლებული მოსასვენებელი სკამები.

მეტი უსაფრთხოებისთვის, პარკის ტერიტორიაზე, თავშეყრის ადგილებზე, დამონტაჟდა 4 სათვალთვალო კამერა.  ტერიტორია დასუფთავდა სუროსგან დაზიანებული ხეებისგან, მათ ადგილზე დაირგვება 600 ძირი ტუია. მესამე იარუსი დასუფთავდა და გამზადდა ცაცხვის ხეების დასარგავად.

მიმდინარე წელს შპს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს კაზრეთის პარკიც დაექვემდებარა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. ამიერიდა, დაბის პარკის განახლებასა და ფუნქციონირებაზე ახალი თანამშრომლები იზრუნებენ.

12218110_951279311628145_476851728_o 12218841_951279318294811_1930352158_o 12197360_951279251628151_2052168533_o 12211248_951279208294822_1282665089_o 12227448_951279281628148_912683991_o 12227476_951279394961470_503028198_o 12227503_951279141628162_509835736_o 12227913_951279304961479_1141200585_o 12227963_951279314961478_1196190683_o 12228038_951279391628137_134310580_o 12235271_951279388294804_545744986_o 12228038_951279391628137_134310580_o 12228089_951279344961475_244917657_o 12236678_951279321628144_2136709795_o 12236717_951279324961477_991765683_o 12236459_951279134961496_427574986_o


Share.

Comments are closed.