ინტერნეტიზაციის პროგრამის პირველ ფაზაში ბოლნისის 16 სოფელი მოხვდა

0

bigstock-best-internet-concept-of-globa-444656201საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის – აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი – 500-მდე სოფლისთვის.
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს 473 სოფელი, რომელთა შორისაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 16 სოფელი: აკაურთა, ძეძვნარიანი, ძველი ქვეში, გეტა, ფოცხვერიანი, სოფელი ბოლნისი, კაზრეთი, მამხუტი, მუხრანა, ჭაპალა, მუშევანი, ხატისოფელი, ვანათი, ტალავერი, ფარიზი, ტანძია.
საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება.

 


Share.

Comments are closed.