თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო ბოლნისში

0

12212107_875196095928467_1714656856_n„ქართული სულის დღესასწაული“ – ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო.

„ხმალი ავლესოთ ქართველებო“,  „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „აღმაშენებელი თბილისს მობძანდება“, „ქართველები შეარიგე მერაბ“, ამ და სხვა საქვეყნოდ ცნობილი ლექსების ავტორმა საკუთარი შემოქმედება ბოლნისელებს პირადად გააცნო. ღონისძიება წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს, შემდეგ კი თინათინ მღვდლიაშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხა, თითოეულ ლექსს წინ უძღოდა მისივე შექმნის ისტორია. საღამოს ლაიტმოტივად სასულიერო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საგალობლები გასდევდა.

შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „მე მომივლია საქართველო – საბას ტანძია“, „საბაობა 2015“-ის ფარგლებში ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და  მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზატორობით ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა პოეტს სამახსოვროდ ბოლნური ჯვარი და მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მადლობის სიგელი გადასცა.

„სიყვარული ბოლნისისადმი ჩემს შემოქმედებაშიც კარგად ჩანს, რადგანაც არაერთ ლექსში გაჟღერებულა აქაურ ციხე-კოშკებზე, ღვინოსა და ვაზზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქართული მწერლობა  დაკნინებულია, ერს სჭირდება ადამიანები, რომლებიც  მისცემენ სტიმულს, გააძლიერებენ და გაამხნევებენ. აუცილებელია მწერალმა საქართველოს ყველა კუთხეში მოაწყოს შეხვედრები, რათა მისი შემოქმედება არ იყოს ჩრდილში. შეიძლება ითქვას, მე ჩემი ვალი  მოვიხადე, ჩაწერილი მაქვს ბევრი ისეთი ლექსი, რომელზეც შეიქმნა ცნობილი სიმღერები. მინდოდა შევხვედროდი ბოლნისელებს და გამეცნო ჩემი შემოქმედება, მეუფის ლოცვა-კურთხევით დღეს ეს შეხვედრა შედგა, მადლობა ამისთვის მეუფეს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს“, -განაცხადა bolnisi.ge-თან თინათინ მღვდლიაშვილმა.


Share.

Comments are closed.