თეატრალური ფესტივალიდან ბოლნისელები დიპლომებით დაბრუნდნენ

0

12250629_852145544883686_1296387869_oქალაქ თბილისში რიგით მეათე საიუბილეო საბავშვო თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ ჩატარდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით  ბავშვთა და მოზარდთა 14 თეატრალური დასი  იღებდა მონაწილეობას. ფესტივალი  ღია ცის ქვეშ საზეიმოდ გაიხსნა. მონაწილეები  მაყურებლის წინაშე სხვადასხვა კომპოზიციითა და მისასალმებელი ნომრებით წარსდგნენ.  ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრი ღონისძიებაზე ვაჟა ფშაველას უკვდავი ნაწარმოებით „სტუმარ-მასპინძელით“ წარსდგა.

საბავშვო თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 15 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურა.

იზო ნიავაძე, ბავშვთა და მოზარდთა თეატრის რეჟისორი:

-ჩვენ ამ ფესტივალზე პირველად მივიღეთ მონაწილეობა და №1 საჯარო სკოლის მიერ დაკვეთილი სპექტაკლით წარვსდექით მაყურებლის წინაშე. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფესტივალიდან ჩვენმა დასმა დიდი გამოცდილება მიიღო, ყოველი სპექტაკლის შემდეგ განიხილებოდა თეატრალური ნომერი, ხდებოდა აზრთა გაცვლა. მსახიობი და ფესტივალის დირექტორი მამუკა ლომაშვილი და ჟიურის უცვლელი  თავმჯდომარე ნინო ხომასურიძე ბავშვებს მასტერკლასებს უტარებდნენ,  ამით  ბავშვები დიდ გამოცდილებას იღებდნენ, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.  ფესტივალიდან დიდი მოწონებითა და დიპლომებით დავბრუნდით, ასევე დასახელდნენ საუკეთესო  შემსრულებელი კახა ბერძენაძე და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო  შემსრულებელი სალომე კუკულავა.


Share.

Comments are closed.