რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ასახული იყო ცარიელ ურნასთან დაყრილი ნაგავი, მოქალაქეთა გამოხმაურება მოჰყვა. დისკუსიაში ჩართულ ადამიანთა თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა აცხადებდა, რომ პრობლემა არა კონკრეტული სამსახურის მუშაობაში, არამედ თავად მოქალაქეებშია. საკითხი ახალი ნამდვილად არ არის ჩვენი მკითხველისთვის, უკანონო ნაგავსაყრელებსა და ქალაქში მიმოფანტულ ნარჩენებით სავსე ტომრებთან დაკავშირებით არაერთი მასალა მოგვიმზადებია. ამჯერად კი გადავწყვიტეთ გიჩვენოთ იმ ადამიანების ერთი სამუშაო დღე, რომლებიც დილის 4 საათიდან თავდაუზოგავად ზრუნავენ ქუჩების სისუფთავეზე.
დილა დასუფთავების სამსახურთან ერთად
0
Share.