ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 140 ოჯახს საშეშე მერქნით დაეხმარება

0

12191381_1058850677509384_7383828437126578351_oზამთრის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საჭიროდ მიიჩნია დაბასა და ქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების, სოციალურად დაუცველი შშმ პირებისა და უკიდურესად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №76 განკარგულებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული ოჯახებისათვის განხორციელდა საშეშე მერქნის შესყიდვა, ოჯახებში დარიგებას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.
აღნიშნული კატეგორიების ოჯახებისთვის შეშის მიტანის პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძესთან ერთად დაესწრო. საშეშე მერქანი დღეს ქ. ბოლნისში მცხოვრებ გია ნინიაშვილსა და ვართუშ გუნაშვილს გადაეცათ. ბენეფიციართა რაოდენობა 140 შეადგენს და თითოეულ მათგანზე 2,5 მ3 საშეშე მერქანია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერთა შეშით უზრუნველყოფა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხრიდან პირველად განხორციელდა.

Share.

Comments are closed.