ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე მზრუნველი კომპანია გამოვლინდა

0

chughuretshi_asfaltis_dageba_38151ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების შემსრულებელი კომპანია გამოვლინდა. მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე შპს №2 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო იზრუნებს.

ელექტრონული ტენდერი 9 ოქტომბერს გამოცხადდა ღირებულებით 240`000.00 ლარი. სატენდერო წინადადება წარადგინა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, რომლის მიერ  დაფიქსირდა  238`543.00 ლარი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოები მრავალწლიანი შესყიდვა – 2015 და 2016 წლების ასიგნებების ფარგლებში მოხდება. შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსა და მომავალ წელზეა გათვლილი.

გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მიწის ვაკის, სავალი ნაწილის, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვას. ასევე, კომპანია განახორციელებს ზამთარში ქვიშა-მარილის მოყრას სავალ ნაწილზე ავტომანქანით ან მექანიზებული წესით, თოვლის წმენდას გრეიდერითა და ბულდოზერით.

ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის უახლოეს დღეებში გაფორმდება, რის შემდეგაც იგი შეუდგება სამუშაოების შესრულებას.


Share.

Comments are closed.