ბოლნისელი ფრენბურთელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ

0

167223_129026520492870_100001565687420_205535_4115865_n12-15 ნოემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი ფრენბურთში, 2000-2001 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის. ჩემპიონატი FIVB წესებით ჩატარდა და იგი ფრენბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ტურნირზე 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ბოლნისელი ფრენბურთელები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმთან დამარცხდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის საჩხერის გუნდი დაამარცხეს.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ფრენბურთის ნაკრებისთვის მოთამაშეებიც შეირჩნენ და მასში ადგილს ბოლნისელები სოფო მიქელაძე და ნათია გაბიძაშვილი დაიკავებენ.

ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

Share.

Comments are closed.