9 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთჯერადად 1151 ადამიანს დაეხმარა

0

12108915_1042578342469951_5914779103074188620_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, გასული 9 თვის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიშს მოუსმინეს დღეს მუნიციპალიტეტში. როგორც სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შესულია 1 997 განაცხადი. აქედან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1158 ბენეფიციარი ითხოვდა , სამკურნალოდ თანხას- 420, მედიკამენტების შეძენას- 213 , სარიტუალო მომსახურებისთვის თანხას 13, ხოლო 193 მოქალაქე დახმარებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ითხოვდა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა აღნიშნული განცხადებები განიხილა და 1 151 ბენეფიციარის საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 745 (123 700 ლარი), სამკურნალოდ თანხა მიიღო 268 ბენეფიციარმა (152 530.65 ლარი), მედიკამენტების შესაძენად დახმარება გაეწია 128 (61 079.49 ლარი) ბენეფიციარს და სარიტუალო მომსახურებისათვის თანხა მიიღო 10-მა ოჯახმა ( თითოეულმა 250 ლარის ოდენობით).
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური წლებია საკუთარი პროგრამით ხელმძღვანელობს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პროგრამა საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი.
პროგრამა უზრუნველყოფს: ონკოლოგიური ბენეფიციარების, სოციალურად დაუცველი, შშმ. პირების დევნილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახების სამედიცინო დახმარებას (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა და რეფერალური პროგრამები), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას (ეპილეფსია, პარკინსონი, ონკოლოგიური და ბრონქიალური ასთმით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა), ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარებას (700 ლარის ოდენობით), ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარებას. ბოლნისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ბოლო ერთი წლის მანძილზე 221 სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა შეძლო, ახალგაზრდები ყოველთვიურად 50 ლარიდან 100 ლარის ოდენობით ფინანსდებიან. ყოველთვიურად ფინანსდება 23 სპორტსმენი (50-100-150 ლარის ოდენობის სტიპენდიით). ბოლნისის მუნიციპალიტეტი მიმდინარე სასწავლო წელსაც აგრძელებს სტუდენტურ დახმარებას. დღეის მდგომარეობით ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამსახურში შესულია 172 განაცხადი.

Share.

Comments are closed.