23 ოქტომბერს ბოლნისის „სიონი“ გორის „დილას“ უმასპინძლებს

0

12096339_1038470039497126_5409580491265532234_n23 ოქტომბერს, 15:00 საათზე თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ოცდამეშვიდე ჩემპიონატის მეცხრე ტურის საფეხბურთო მატჩი გაიმართება,  ბოლნისის „სიონი“გორის „დილას“ უმასპინძლებს.

ვარლამ კილასონია, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მთავარი მწვრთნელი:

– მეტოქეს თუ შევაფასებთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონია და ლიდერ გუნდად ითვლება, ეს თამაში თავისთავად ორმაგად მნიშვნელოვანია. გუნდში საბრძოლო განწყობაა,  ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მოტივირებულები არიან. დარწმუნებული ვარ თამაში კარგად წარიმართება, ჩვენ ლიდერ გუნდებში ვართ და კვლავ ლიდერებში ვიქნებით.

ლევან ბჟალავა, კლუბ „სიონის“ ადმინისტრატორი:

– გორის „დილასთან“ მნიშვნელოვანი თამაში გვექნება,  მოგების შემთხვევაში „სიონი“ პირველ ადგილზე გადავა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში თამაშებზე დასასწრებად გულშემატკივარი ძალიან პასიურობს, სად გაქრა ის შემართება და მხარდაჭერა, როცა ერთად ვიდექით  ფეხბურთელების გასამხნევებლად.  ჩვენი გულშემატკივრობით ფეხბურთებს კარგი თამაშისთვის დიდ სტიმულს მივცემთ.

აკაკი უგრეხელიძე, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გულშემატკივრებთან პასუხისმგებელი პირი:

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მინდა თითოეულ გულშემატკივარს მოვუწოდო მობრძანდეს და მხარში დაუდგეს ჩვენს ფეხბურთელებს. ერთად  ყველაფერს შევძლებთ. დარწმუნებული ვარ საკმაოდ კარგი და საინტერესო თამაში შედგება.

ვასილ თოროზაშვილი, გულშემატკივარი:

– ბოლნისელებო! მოდით 23-ში და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს, ეს მათთვის დიდი სტიმულია.

Share.

Comments are closed.