12 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

0

12167034_865610313553712_1438017435_nსაკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე  ცვლილებები შევიდა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში“.

„ცვლილებები განხორციელდა შიდა ბიუჯეტში, ანუ მოხდა გადაადგილებები, რაგბის კლუბს დაემატა 100 000 ლარი, ასევე 30 000 ლარი დაემატა გარე განათებას, რაც გამოიწვია ელექტრო ენერგიის ტარიფის გაზრდამ. აგრეთვე  გაკეთდა 9 თვის მონაცემთა ანალიზი, რაც 80% შესრულებულია ყველა მიმართულებით“. -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ოთარ ხუტიაშვილმა.

ასევე საკრებულოზე ცვლილება შევიდა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარი ოჯახების შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესში” და  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში“.

„ შეიცვალა 2 პუნქტი: 1) სოციალურ საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარების ქულების რაოდენობა ნაცვლად 57 000 გახდა 65 000; 2) ეს ცვლილება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს შეეხება, რაც გულისხმობს, რომ არასრულწლოვანი წევრი, რომელიც გახდა 18 წლის, ანუ სრულწლოვანი, მას აღარ მოეხსნება დახმარება და ეს ბენეფიციარი ჩვეულებრივად მიიღებს იმ შემწეობას, რასაც არასრულწლოვანების პერიოდში იღებდა“, -აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურის განყოფილოების უფროსმა შავლეგ მუშკუდიანმა.


Share.

Comments are closed.