მირიანის ფაცხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე მომავლის ბაღში დარგული ფიჭვის ნერგები თანამედროვე წვეთოვანი სისტემით ირწყვება. ტერიტორია დაცულია, ნერგებს მოვლა-პატრონობას დარაჯი უწევს. ტერიტორიაზე დამატებით 300 ხე დაირგვება.
გამწვანების სამსახურის მუდმივი ზრუნვის შედეგად მიმდინარე წელს დარგული სხვადასხვა ჯიშის 1900 ნერგიდან 95%-ი გახარებულია.
გამწვანების მასშტაბური აქცია ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. სასროლი პოლიგონის ყოფილი ტერიტორია მავთულხლართით შემოიღობა და სამ ჰექტარ მიწის ფართობზე რამდენიმე ათასი სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე ნერგი დაირგვება.