10 ოქტომბერს რუსთავში რუსთავქალაქობა აღინიშნა

0

10733887_1643026642604255_1652278771602299281_oდილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. თავისუფლების მოედანზე მოეწყო რუსთაველი მხატვრების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების, ასევე ისტორიული მუზეუმის ექსპონატების გამოფენა, ტურნირი ჭადრაკსა და ჭიდაობაში.
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის მთელმა რეგიონმა მოიყარა თავი. ექვსივე მუნიციპალიტეტმა საკუთარი პავილიონი წარმოადგინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მრავალფეროვანი კუთხე ხეზე ნაკვეთი ნამუშევრებით, ფერწერული ნახატებით, თიხით შესრულებული სუვენირებითა და თექის ნიმუშებით მოაწყო. გარდა ამისა, ბოლნისის პავილიონთან მობრძანებულ სტუმრებს, ბოლნისში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველი ,,კაზალას“, Delicia-s ხორცპროდუქტებისა და GU-Fruit-ის ეკოლოგიურად სუფთა ვაშლის დაგემოვნება შეეძლოთ. საკუთარი კუთხე მეფრინველეობის ფაბრიკა ,,სავანეთი-99“-მაც წარმოადგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის პავილიონთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან ერთად მობრძანდა. სტუმრებს ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“ მრავალჟამიერით დახვდა. თამარ სანიკიძემ ბოლნისური ყველი და Delicia-ს პროდუქცია დააგემოვნა. საპატიო სტუმარს საჩუქრად ხელნაკეთი ბოლნური ჯვარი გადაეცა.
განსაკუთრებული სიხალისე რუსთავქალაქობას ბოლნისის თოჯინების თეატრმა შესძინა. პატარებმა სპექტაკლი ,,სათაგური“ იხილეს.
,,რუსთავქალაქობა 2015” ნინო ქათამაძისა და ჯგუფი ,,ინსაითი”-ს კონცერტით გაგრძელდა.


Share.

Comments are closed.