№1 საჯარო სკოლაში შემეცნებით-ანალიტიკური საუბრები გაიმართა

0

12067861_864297823684961_1415020852_nბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით,  დეკანოზი ბასილ ახვლედიანი სკოლაში შემეცნებით- ანალიტიკურ შეხვედრებს გამართავს.

პატიება, სიყვარული, თანადგომა, მეგობრობა, პატივისცემა, ერთსულოვნება და რელიგიურ-ისტორიული თემები, ამ ყველაფრის მოსმენა სკოლის მოსწავლეებს ყოველ პარასკევს შეეძლებათ.

„სკოლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის  სულიერი აღზრდისთვის, პრაქტიკამ გვიჩვენა,  რომ მარტო სკოლა და პედაგოგი,  სრულყოფილ აღზრდას ვერ აძლევს ბავშვს.  სწორად, ამიტომ გაჩნდა ერთობლივი იდეა, რომ მამა ბასილ ახვლედიანი შეხვდეს მოსწავლეებს და ისაუბრონ, თუ რა პრობლემის წინაშე დგას თვითონ ბავშვი. მოსწავლეებს აქვთ ძალიან ბევრი კითხვა, ვფიქრობ მოძღვარი ყველაფერზე კომპეტენტურ პასუხებს გასცემს. შეხვედრები 2 ეტაპად გაიმართება, პირველ ეტაპზე მოძღვარი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდება, შემდეგ კი უფროსკლასელებს“, – აღნიშნა №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.

„უპირველეს ყოვლისა დიდი მადლიერი ვარ მეუფის, რომლის კურთხევითაც ხდება შეხვედრები მოსწავლეებთან, ასევე დიდი მადლიერი ვარ სკოლის ხელმძღვანელის ქალბატონი ირმასი, რადგან მან მხარი დაუჭრა ინიციატივას. ეს არის ანალიტიკური საუბრები ცხოვრებაზე, საუბრები ბავშვების პირადი ცხოვრების ირგვლივ, საუბრები ყველაფერზე.  შეხვედრისას არა მარტო ბიბლიურ პერსონაჟებსა და რელიგიურ თემებს განვიხილავთ, არამედ დაწვრილებით შევეხებით ყველა იმ საკითხს, რაც მათ აწუხებთ. შეხვედრის შემდეგ ბავშვები გაითავისებენ, როგორ მოითმინონ, როგორ სცენ უფროსებს და მშობლებს პატივი, როგორ მიაღწიონ წარმატებებს ცხოვრებაში. მეტი აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული ამ ცხოვრებისეულ საკითხებზე, ვიდრე ბიბლიაზე, ვინაიდან ბიბლიის განყენებულად განხილვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, უფალი ბრძანებს „საქმემან შენმან, გამოგაჩინოს შენ“, – აღნიშნა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა.

თინათინ ცხოვრებაშვილი, მე-9 ბ კლასის მოსწავლე:

– მოძღვარი გვასწავლის როგორ ვიყოთ წარმატებულები და დავეხმაროთ თანატოლებს, რელიგიის გარდა გვაქვს საუბრები ცხოვრებისეულ საკითხებზე, მომწონს და მიხარია. ყოველ პარასკევს სიამოვნებით დავესწრები მეგობრებთან ერთად.

მეუფის კურთხევით მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებშიც გაიმართება.

Share.

Comments are closed.