№1 საჯარო სკოლას საკუთარი ჰიმნი და ლოგო ექნება

0

№1 სკოლის ხელმძღვანელობისა და დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ინიციატივით გაჩნდა იდეა, რომ სკოლას ჰქონდეს საკუთარი ჰიმნი და ლოგო. ამასთან დაკავშირებით 2014-2015 სასწავლო წლის ბოლოს საუკეთესო  ლექსსა და ლოგოზე გამოცხადდა კონკურსი..

„თანამედროვე სკოლას სჭირდება ჰიმნიც და ლოგოც, ამიტომ მამა ბასილთან ერთად გადავწყვიტეთ გამოგვეცხადებინა კონკურსი საუკეთესო ლექსსა და ლოგოზე.  ჩვენი დიდი სურვილია სკოლას ჰქონდეს ჰიმნი, ამისათვის შევარჩევთ საუკეთესო ლექსს ან  სხვადასხვა ლექსებიდან ტაეპებს“. -აღნიშნა №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი:

_ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ სკოლას ჰქონდეს ჰიმნი, ამისათვის გამოვაცხადეთ კონკურსი, როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, ისე სხვა  მსურველისათვის. შერჩეულ ლექსს მე თვითონ დავუწერ მუსიკას. იმედი მაქვს ეს იდეა სხვებისთვის მისაბაძი იქნება.

Share.

Comments are closed.