ხვალიდან 179 ბავშვი სააღმზრდელო პროცესს რეაბილიტირებულ ბაღებში განაგრძობს

0

istock_000015788559mediumსოფელ ქვეშის და ქალაქ ბოლნისის №6 საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალ განახლდება. აღსაზრდელებს რეაბილიტირებულ ჯგუფებში ახალი ინვენტარი დახვდებათ. შეიცვალა კარადები, საწოლები, ტექნიკა. სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღში კონტინგენტის სიმრავლის გამო, დაემატა ერთი ჯგუფი და დასაქმდა რამდენიმე ადამიანი.

რეაბილიტაციის პროცესი სრულდება ქალაქ ბოლნისის №1 და დაბა თამარისის საბავშვო ბაღებში. აღნიშნული ბაღები აღსაზრდელების მისაღებად უახლოეს დღეებში იქნება მზად.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

Share.

Comments are closed.