შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ექსპერტთან სკოლამდელი აღზრდის საკითხებში

0

12171400_941276439295099_102136195_oსაერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცენტრალური ევროპასთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „საქართველოს მოქალაქეები ევროპაში – ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება”. პროექტი მიმდინარეობს  სამცხე-ჯავახეთსა (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) და ქვემო ქართლში (მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი). რომლის მიზანია სასაზღვრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) გამოცდილების გაზიარებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ევროკავშირის ექსპერტი სკოლამდელი აღზრდის საკითხებში მაჟენა რაფალსკა შეხვა ბოლნისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს.

„ბაღის აღსაზრდელებს გავაცანი თუ როგორ შეიცვალა ევროკავშირში შესვლის შემდეგ პოლონეთში სიტუცია. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, მომავალი თაობის სრულფასოვან აღზრდაზე. ვთვლი რომ განვითარება პატარა ასაკიდან უნდა მოხდეს და ეს ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ბავშვებს სრულფასოვანი აღზრდა მისცეს საბავშო ბაღებმა. საქართველოში ამ საკითხებზე 2008 წლიდან  ვმუშაობ. თქვენს ქვეყანაშც რომ მოხდეს სკოლამდელი აღზრდის კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფონდების დახმარება.’’-აღნიშნა ევროკავშირის ექსპერტმა სკოლამდელი აღზრდის საკითხებში მაჟენა რაფალსკამ.

„საინტერესო შეხვედრა იყო, გაგვაცნეს და ვისაუბრეთ პოლონეთის ბაღებში დანერგილ  განათლების სისტემაზე. როგორც საქართველოში პოლონეთშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებებს, სწორ აღზრდა-განათლებას,“- აღნიშნა მექვსე საბავშო ბაღის მენეჯერმა გულო ტყემალაძემ.

2014 წელს პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, პროექტი მიმდინარე წელსაც გრძელდება და ითვალისწინებს არაერთი შეხვედრის მოწყობას.


Share.

Comments are closed.