„ყოჩებმა” „აკადემია” დაამარცხა

0

12080374_439553236246761_5126386624263701794_oზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის „ყოჩებმა”.

„ყოჩების”  დღევანდელი მეტოქე “დიდ 10”-ში დაბრუნებული თბილისის “აკადემია” იყო, რომელმაც პირველი ოთხი თამაში კარგად ჩაატარა, ორი თამაში მოიგო (“ხარებთან” 16:8 და “არმიასთან” 15:12), ორში მცირედით დამარცხდა და პრემიალური ქულები აიღო (“ლელო-სარასენსთან” 6:9 და “ბათუმთან” 9:15), ერთი კვირის წინ კი, გორის “ჯიქთან” 3:40 შერცხვა. დღეს „აკადემია” 16:6 დამარცხდა ბოლნისთან.

 

 

Share.

Comments are closed.