ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ ფესტივალზე მესტიაში გაემგზავრა

0

10450786_361256154025028_721600560104646691_n„ოქროს შემოდგომა“, ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც  23-25 ოქტომბერს მესტიაში გაიმართება, მასში საქართველოს სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად  ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონიც“ მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალს ბოლნისელები გახსნიან, ისინი მაყურებლის წინაშე ოთხი ცეკვით წარსდგებიან.

„ფესტივალისთვის მზადება სექტემბერში დავიწყეთ.   დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოში გამართულ ფესტივალზე მონაწილეობა, რადგანაც აქ უკვე  მაყურებელი კარგად იცნობს  ქართულ ცეკვებს, ყველა ნიუანსს აკვირდება და შესაბამისად სათანადოდ უნდა იყო მომზადებული. ვფიქრობ ანსამბლი მზადაა წარმატებული გამოსვლისთვის. მიმყავს ისეთი ბავშვებიც, რომლებიც პირველად გამოვლენ დიდ სცენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისე ჩემთვის“,-განაცხადა ანსამბლის ქორეოგრაფმა ბესო ტოგონიძემ.


Share.

Comments are closed.