მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიმდინარე წელს ბოლნისში 4 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაფინანსდა, აქედან, ერთ-ერთმა, ქ. ბოლნისის № 1 ბაღმა ფუნქციონირება დღეს განახლებულ გარემოში დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძემ მიულოცეს.
ქალაქ ბოლნისის პირველმა ბაღმა ფუნქციონირება განახლებულ გარემოში დაიწყო
0
Share.