ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნელა’’ საერთაშორისო ფესტივალიდან დაბრუნდა

0

12092251_435174940017067_257480129_nშთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დაბრუნდა ფოლკლორული ანსამბლი საერთაშორისო ფესტივალიდან. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2-3 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტმა მეშვიდედ უმასპინძლა ფესტივალს ,,სიმღერა სამეგრელოზე,’’ სადაც მონაწილეობდნენ ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

ღონისძიებას, ტრადიციულად, თამარ გვერდწითელი და ანსამბლი ,,რუსთავი’’ უძღვებოდნენ. ფესტივალზე ყველა კუთხის სიმღერა აჟღერდა, ,,ბოლნელამ’’ ქართლი ,,ქართული მაყრულით’’ წარადგინა. საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ  იმართება, მიზნად ისახავს  ხალხური ფოლკლორის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას. ღონისძიებას გამოჩენილ მოღვაწეეებთან და ფოლკლორის ცენტრის ეთნო მუსიკოსებთან ერთად,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დაესწრო.

,,მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ამ სახის ფესტივალების ხელშეწყობა, რომელიც პოლულარიზაციას უწევს ქართული  ხალხური ტრადიციული მუსიკის მიმართულებას. ამ საქმეში ჩვენ ანსამბლსაც მიუძღვის წვლილი. ფესტივალი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, ორი დღის განმავლობაში ურთიერთობის ბედნიერება გვქონდა ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან თამარ გვერდწითელი, ანსამბლ ,,მზიურის’’ ძველი თაობა, ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლები ,,დიდგორი’’ და ,,რუსთავი.’’ ღირებული იყო ამ ფესტივალში ,,ბოლნელას’’ გამოსვლა, ეს არის ანსამბლის კიდევ  ერთი წარმატებული ნაბიჯი დაიმკვიდროს ადგილი ისეთ ეროვნულ საქმეში, როგორიცაა ქართული ხალხური ფოლკლორი,’’ – აღნიშნა ანსამბლ  ,,ბოლნელას’’ სოლისტმა მზია მეფარიშვილმა.


Share.

Comments are closed.