სკოლა „დავითიანი“ პოლონეთში კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას

0

12092508_758341037628847_1641473715_nკონფერენცია პოლონეთის ქალაქ პოზნანის უნივერსიტეტში 12-13-14 ოქტომბერს გაიმართება, სადაც მსოფლიოს 40 ქვეყნის სკოლებს შორის „დავითიანის“ პედაგოგი სკოლის შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

პრეზენტაცია „ჩვენ ვართ მოქალაქეები, ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ პოლონეთის „ევროპული ასოციაციის თანამშრომლობის ცენტრთან“ ერთად ახორციელებს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების ოცი მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.

„პრეზენტაციაზე წარსადგენად საქართველოდან მხოლოდ ჩემი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მონაცემები იქნა დადებითად შეფასებული. ჩვენი სკოლა მიიწვიეს როგორც განსხვავებული სტრატეგიის მატარებელი, ეთნიკურად ქართველი და არაქართველი მოსწავლეებით დაკომპლექტებული, განსხვავებული პროგრამების მატარებელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეზენტაცია, რადგან მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის იქნება „დავითიანი“, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს საერთშორისო პროექტებში. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი წვლილი შევიტანო სკოლის წარმატებაში“,-განაცხადა bolnisi.ge-თან კერძო სკოლა „დავითიანის“ პედაგოგმა მაგდა ფურცელაძემ.

პროექტის ძირითადი მიზანია სხვადასხვა ქვეყნების  სკოლებს გააცნოს საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც საუკეთესო  სასწავლო საზოგადოების შექმნას.


Share.

Comments are closed.