უმაღლესი ლიგის მე–9 ტურის შეხვედრაში, ბოლნისი “სიონმა”, “თამაზ სტეფანიაზე”, მოქმედ ჩემპიონს, გორის “დილას” უმასპინძა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. სატურნირო ცხრილში ”დილა” 22 ქულით ”დინამოსთან ერთად პირველ ადგილზეა.ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ ადგილზე გორელები იმყოფებიან. ”სიონმა” 8 თამაშის შემდეგ 17 ქულა მოიპოვა, მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.
„სიონი” მოქმედ ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
0
Share.