ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომ თითოეული წევრი საკუთარი სახელფასო სარგოდან გარკვეულ თანხას საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავდა, რაზეც ყველა დეპუტატი, საკრებულოს აპარატი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც დაეთანხმა. დეპუტატებმა დღეს, პირველი საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.