,,საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“ – კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტი

0

12046637_909159849165554_6420797010478841957_nაღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ინიციატივითა და დაფინანსებით გასული წლის სექტემბერში  საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, სადაც სომხეთთან ერთად სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები  მონაწილეობდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საგრანტო კონკურსში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  წარადგინა პროექტები  და მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ დილიჟანში სამივე  გამარჯვებულად გამოცხადდა.

,,საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“ – ეს იმ პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ქვემო ქართლის ეთნოშორისო ერთობის ხელმძღვანელმა კარინა ბეჟანიშვილმა 3 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად წარადგინა.

,,ხანგრძლივი და მძიმე პროცესის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ჯგუფური მეთოდით ვმუშაობდით და ყველა ერთ იდეაზე შევჯერდით, ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანია სოციალური ფონის გაუმჯობესება, ახალგაზრდების დასაქმება და მეტი ტურისტის მოზიდვა. პროექტის ფარგლებში გამოვაცხადებთ კონკურსს, შევარჩევთ 15 ახალგაზრდას, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები ჩაუტარებენ ტრენინგ-სემინარებს და გადაამზადებენ გიდებად, ხოლო შემდგომ,  დილიჟანში გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტი სომხეთშიც მიმდინარეობს, ვინაიდან ეს ერთობლივია. პროექტის გათვალისწინებით,  ასევე 15 პროვაიდერს მოვამზადებთ, შევქმნით ჩვენი საქმიანობის მონაცემთა ბაზას, სადაც ტურისტი ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობა.  გავხსნით საინფორმაციო ცენტრს, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება გაიხსნას საოჯახო ტიპის სასტუმროები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. ამ პროექტის საშუალებით გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა გაიუმჯობესოს ეკონომიკურ- სოციალური მდგომარეობა,“ – აღნიშნა ქვემო ქართლის ეთნოშორისო ერთობის ხელმძღვანელმა კარინა ბეჟანიშვილმა.

Share.

Comments are closed.