რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს სოფელ ტანძიის მოსახლეობა 2016 წლისთვის

0

downloadსოფელ ტანძიის მოსახლეობა გამოთქვამს მოლოდინს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების მოსაგვარებელი ღონისძიებები. ტანძიელები 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, სოფელში გარე განათების გაკეთებასა და მოქმედი საბავშო ბაღის კაპიტალურად შეკეთებას ითხოვენ.

მოსახლეობის სურვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფელ ტანძიის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმოამადგენელმა იანა ბერიანმა გააცნო.

როგორც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ განაცხადა, სოფელ ტანძიის გარე განათების პროექტი უკვე შესყიდულია და  2016 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.  რაც შეეხება გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას კორძაძის თქმით – „ეს ორი ერთმანეთზე მიბმული საკითხია, ამავდროულად სოფლის რელიეფიდან გამომდინარე რთული განსახორციელებელი. დაახლოვებით 1 800 000 ლარი არის აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო”.

რაც შეეხება საბავშო ბაღის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით მუნიციპალიტეტში არსებული 12 ბაღიდან, ექვსს უკვე ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, 2016 წლისთვის კიდევ 2 – 3 ბაღის რეაბილიტაცია მოხდება. სარეაბილიტაციოდ შეირჩევა ის ბაღები, სადაც მეტი ბავში იქნება. დღეის მდგომარეობით სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში 22 აღსაზრდელი დადის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის დავით შერაზადიშვილის თქმით, 2017 წლის ბოლოსთვის დარჩენილი ბაღების რეაბილიტაცია მოხდება და ასევე აშენდება ახალი.

 

Share.

Comments are closed.