ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

0

12178286_872161012898642_1740068215_nმუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ, მუნიციპალიტეტის  აზერბაიჯანული სკოლის ხელმძღვანელებისთვის და პედაგოგებისთვის, ზურაბ ჟვანიას სკოლის საქმიანობის მოკლე პრეზენტაცია გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სწავლება 8 რეგიონალურ სასწავლო ცენტრში ხორციელდება და მისი მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ A1 დონის 19 კურსდამთავრებულს სახელმწიფო ენის შესწავლისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.

ნინო ჩაკვეტაძე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონული ცენტრის ადმინისტრატორი:

-დღეს ჩვენს 19 კურსდამთავრებულს სახელმწიფო ენის საბაზისო შესწავლისათვის სერთიფიკატები გადავეცით. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელი და საჭიროა,  რომ მოხდეს მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში.

მაკა ონიაძე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი:

-სახელმწიფოს მხრიდან ეს არის დიდი საჩუქარი ყველა არაქართველისათვის. სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია ინტეგრაციის პროცესში ჩართვისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ A1 და  A2  დონის კურსდამთავრებულები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეისწავლიან კომპიუტერულ კურსებს.

მერა გოგონაძე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქვემო ქართლის რეგიონული კოორდინატორი:

-სკოლა აქტიურად ფუნქციონირებს ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. ჩვენ შევიმუშავეთ კვლევაზე დაფუძნების შედეგად კომპიუტერის კურსები იმ  ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ A და Aდონის სახელმწიფო ენის სერთიფიკატები, მათ ექნებათ პრივილეგია სახელმწიფოს მიერ შემუშავებული კომპიუტერული კურსები გაიარონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

ნანა ოდიშელიძე, პედაგოგი:

-სახელმწიფო ენის შესწავლა ხელს შეუწყობს, რომ თვითრეალიზაცია მოახდინონ საჯარო სამსახურში, ეს აუცილებელია.

მარზია ბაირამოვა, A1 დონის კურსდამთავრებული:

-მე აქ ცოდნა გავიღრმავე. სახელმწიფო ენის  ცოდნა ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ  განვითარებას.


Share.

Comments are closed.