პოლონეთის დელეგაცია ბოლნისში

0

12080116_1044113128983139_6578554503965504710_o„საქართველოს მოქალაქეები ევროპაში – ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“ ამ სახელმწოდების პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცენტრალურ ევროპასთან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ გდინიას ვიცე მერი მარეკ სტეპი იმყოფებოდა. ის   საკონფერენციო დარბაზში შეხვდა მუნიციპლიტეტის თვითმმართველობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. სტუმრებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმასპინძლა.

პროექტი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სამ ქალაქში: მარნეულში, ბოლნისში და გარდაბანში ხორციელდება, მისი მიზანია სასაზღვრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე  ვიშეგრადის  ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

„ჩამოვედი პოლონეთიდან, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, რაც ქართველ მეგობრებს აუცილებლად გამოადგებათ. ის რაც კარგია პოლონეთში, შესაძლოა საქართველოში ისე არ გამოვიდეს, ამიტომ საჭიროა  სწორი არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ საჭიროა საუბარი რეფორმის იმ მოდელზე, რომელიც კომუნისტური წყობის მერე გავატარეთ. საუბარია ისეთ რეფორმებზე,  როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. თუმცა ამ სფეროებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, ის ყველას არ მოსწონს, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის რეფორმამ გაამართლა. გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან,  ასე რომ ქართველებსაც შეუძლიათ ამის გაზიარება. შევხვდი მუნიციპალიტეტის გამგებელს, მას ბევრი კითხვა ჰქონდა, ხალხიც ყურადღებით გვისმენდა და ვფიქრობ, ჩემი მისია ამ ვიზიტით შევასრულე“,  -განაცხადა ქ.გდინიას ვიცე მერმა მარეკ სტეპმა.

,,შეხვედრისას ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა. პირადად მე შეკითხვა მქონდა სტუმართან პოლონეთის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. მან ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა რეფორმა, რომელიც სულ ახლახან გატარებულა, რეფორმა შეეხებოდა საპენსიო ასაკს, თანხის ოდენობას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო საქართველოში არსებული პენსიის შესახებ კანონთან პარალელის გავლება და ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიწოდება ჯანდაცვის სამინისტროსთან. როდესაც მოხდება საპენსიო რეფორმა,  სწორედ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მოხდეს პენსიების გაცემა, ალბათ აუცილებლად გაითვასწინებენ ამ რეკომენდაციებსაც’’, – აღნიშნა  სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის განყოფილების უფროსმა ნინო მანაგაძემ.

Share.

Comments are closed.