პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი საზეიმოდ ეკურთხა

0

12184138_1052936411434144_6624678486197074544_oპეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ქალაქ ბოლნისს ელიას მთიდან დაჰყურებს, დღეს საზეიმოდ ეკურთხა. ღვთისმსახურება მაღალ-ყოვლად უსამღვდელოეს ბოლნელს მთავარ ეპისკოპოს ეფრემთან ერთად ხაშურისა და სურამის, თეთრიწყაროსა და მანგლისის, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსებმა აღავლინეს. ტაძრის მშენებლობა , ძველ ნანგრევებზე, მეუფე ეფრემის ლოცვა-კუთხევით 7 წლის წინ დაიწყო და ხალხის შემოწირულობებით აშენდა. საზეიმო ღვთისმსახურებას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, სამღვდელო დასი, მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტაძრის კურთხევასთან ერთად, ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის დაბადების დღეს ზეიმობს. ეპარქიების მეუფეებმა ბოლნელ ეპისკოპოს იუბილე მიულოცეს, სამონასტრო კომპლექსის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ტაძარს ხატები და ჯვარი გადასცეს.
მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარში მღდელმსახური დადგინდა. ახლადაშენებულ ტაძარში ღვთისმსახურებას ამიერიდან მამა შიო არჯევანიძე აღავლენს.

Share.

Comments are closed.