ნარჩენების მართვის პროექტზე ვაკანსიები გამოცხადდა

0

job-application-services-680x365ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. გრანტი ბოლნისს, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით გამოეყო, რომელიც ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, პლასტიკური ბოთლების დაპრესვასა და გადამუშავებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პროექტის კოორდინატორის, კოორდინატორის თანაშემწისა და ბუღალტრის პოზიციებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
კოორდინატორისა და კოორდინატორის თანაშემწის პოზიციები- უმაღლესი განათლება. სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა.
ბუღალტრის პოზიცია- უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება. სასურველია რუსული ენის ცოდნა .
მსურველებმა რეზიუმეები 13 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: bolnisimunicipality@gmail.com


Share.

Comments are closed.