მთავრობის დადგენილების შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა უკვე გატარდა

0

images (2)ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ განკარგულება მთავრობის მეთაურმა 14 სექტემბერს გამოსცა. განკარგულების შესაბამისად სამთო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების შედეგად გამოყოფილი მავნე პროდუქტებისა და საბოლოო ნარჩენების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ზემოქმედების შეფასებისა და პრევენციული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზნით, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობას სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები ჩაუტარდა. მიმდინარეობს გამოკვლევის შედეგების დამუშავება. კვლევები ჩაატარა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც ბოლნისში სასმელი წყლისა და სურსათის სინჯები შეამოწმა. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნუშნული სასმელი წყლის კვლევის შედეგები აკმაყოფილებს ტექნიკურ რეგლამენტს, ხოლო რძის, ძროხისა და ღორის ხორცის კვლევის შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო უახლოეს ხანში ბოლნისში კვლევას ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშებზე ჩაატარებს. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესრულების მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონირტორინგის დეპარტამენტი ამჟამად ამზადებს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის დაზუსტებულ პროგრამას. შესაბამისი სინჯების აღება და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება ოქტომბრის თვეში დაიწყება.


Share.

Comments are closed.