კატალოგში 300-ზე მეტი წიგნია ატვირთული, რომლის ნახვაც ნებისმიერ მკითხველს შეუძლია შემდეგ ბმულზე bolnisi.byethost3.com
ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სივრცეში მუშაობა კვლავაც გრძელდება, ბიბლიოთეკაში 27000-მდე წიგნია დაცული, რომლებიც კატალოგში ეტაპობრივად აიტვირთება.
„მკითხველს უკვე საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად გაეცნოს ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის ფონდში დაცულ წიგნებს და შეარჩიოს სასურველი ლიტერატურა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამით მუშაობა, რომლის საშუალებითაც კიდევ მეტ ადამიანს დავაკავშირებთ და დავაახლოებთ ბიბლიოთეკასთან. ამ პროგრამით უკვე მუშაობენ საქართველოში არსებული ბიბლიოთეკები, რაც უფრო ეფექტური და პრაქტიკულია საზოგადოებისთვის“,-განაცხადა bolnisi.ge-თან ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა აბრამიშვილმა.