კომუნალური სამსახური ახალ ნაგვის ურნებს შეიძენს

0

11505030 ცალი ნაგვის ურნის შესაძენად ბოლნისის კომუნალური სამსახური ნოემბრის დასაწყისში ტენდერს გამოაცხადებს, აქედან 9 სოფელ ტანძიასა და ნახიდურში დაიდგმება, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ გადანაწილდება. მოსახლეობის თხოვნით მომავალი წლიდან გადაიხედება ნაგვის გადამზიდი მანქანის მუშაობის გრაფიკიც.

„კომუნალური სამსახურის მანქანა ქალაქისა და სოფლების ქუჩებიდან ნაგვის გატანას ახორციელებს სატენდერო პირობებით გაწერილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელშიც ცვლილებებს ვერ შევიტანთ ახალი ტენდერის გამოცხადებამდე. გავითვალისწინებთ მოსახლეობის თხოვნას და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სოფლებიდან თუ ქუჩებიდან დამატებით დღეებშიც მოხდება ნაგვის გატანა“, – განაცხადა კომუნალური სამსახურის უფროსმა შმაგი სვანიძემ.


Share.

Comments are closed.