„ისე ნუ ვიზამთ, რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო”

0

12171232_868837039897706_1955053658_o,,ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისე ნუ ვიზამთ, რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო“ ამ სახელწოდებით დღეს სკოლა ,,დავითიანის“ მოსწავლეებმა  საქალაქო ბიბლიოთეკაში დამსწრე საზოგადოებას ლამაზი საღამო აჩუქეს. ახალგაზრდებმა თანამედროვე პოეტების ლექსები სანთლის შუქზე წაიკითხეს და აუდიტორიას დეკორაციის სახით თანამედროვეობისა და ქართული ტრადიციის სინთეზი წარმოუდგინეს.

,,აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი საღამოთი, დარბაზი ემოციამ მოიცვა, მინდა მადლობა გადავუხადო საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერს ქალბატონ ნათელა ზურაბაშვილს და სკოლა  „დავითიანის’’ მოსწავლეებს’’- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიბლიოთეკების კურატორმა ეკატერინე ჩაგელიშვილმა.


Share.

Comments are closed.