ინვესტორის გამოჩენამდე დაბა თამარისის კულტურის სახლის შენობის კონსერვაცია მოხდება

0

12192763_10153704250008007_1548336591_oდაბა თამარისის ცენტრში მდებარე ყოფილი კლუბის შენობა, რომელიც მოსახლეობამ სიბინძურის კერად აქცია, მალე დაკონსერვდება. უფუნქციოდ დარჩენილი ნაგებობა რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში არის შეტანილი, რამდენჯერმე მოხდა მისი აუქციონზე გატანა, თუმცა შესყიდვის მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა. შენობის ნაწილში ბიბლიოთეკაა განთავსებული. წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი ნაგებობა დაზიანდა და მსხვილფეხა პირუტყვის სადგომად იქცა. შექმნილი მდგომარეობის გამო დაბის მოსახლეობას სიბინძურე, ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნი აწუხებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე უფუნქციო შენობაა, შენობების ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზეა, ნაწილი კი დაურეგისტრირებელია. მუნიციპალიტეტის მხრიდან ხდება ამ შენობების აღრიცხვა და მათ ბალანსზეა გადმოტანა, რათა შემდგომში მოხდეს პრივატიზება.


Share.

Comments are closed.