თვითნებური ნაგავსაყრელის წარმოშობისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

0

12165100_10153682607333007_1932230531_oკომუნალური მეურნეობის სამსახურის მუშაობის და ძალისხმევის მიუხედავად სოფლებში მაინც ვხვდებით უკანონოდ შექმნილ ნაგავსაყრელებს. ხშირია მდინარის ნაპირებზე, მთის ძირებსა და ხევებში სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელები. მოსახლეობა ურნებამდე ნარჩენების მიტანას ქუჩაში დაყრას ამჯობინებს.

მოსახლის დაბინძრებული გარემო როგორც ჯანმრთელობაზე, ისე მუნიციპალიტეტის იერსახეზე აისახება, რაც არც მოსახლეობისთვის არის მისაღები. მოქალაქეები ტერიტორიის დაბინძურებას ერთმანეთს აბრალებენ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა სოფელ ნახიდურში, სადაც გარემოვაჭრეები სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან. ისინი ნარჩენებს მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან.

მუნიციპალიტეტი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. მთავრობამ ნარჩენების მართვის კოდექსი გაზაფხულზე დაამტკიცა, სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა განკარგულება, განისაზღვრა საჯარიმო სანქციები.

შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიებს გაწერილი გრაფიკით ასუფთავებენ. მიმდინარე წელს დამატებით მოხდა რამდენიმე სოფლის ათვისება, დაიდგა ნაგვის ურნები, მუშაობს სპეციალური მანქანა, რომელსაც სოფლებიდან ურნებში მოგროვილი ნარჩენები გამოაქვს.


Share.

Comments are closed.