თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე ერთმანეთს ქვემო ქართლისა და კახეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ

0

11070609_1619055358357454_703140674628688836_o17-18 ოქტომბერს ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ნავერიანის  ხსოვნისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.  ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის საუკეთესო ნაკრები გუნდები ასპარეზობდნენ.

„ფედერაციის ხელშეწყობით ტურნირი გაიმართა ძიუდოში, სადაც მონაწილეობას 2000-2001 წლებში დაბადებული ვაჟები იღებდნენ. ეს იყო შეჯიბრი, რომელშიც ძლიერი სპორტსმენებისაგან დაკომპლექტებული ნაკრები გუნდები ასპარეზობდნენ. ფინალში კახეთის რეგიონს, ქვემო ქართლის ნაკრები დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2, ქვემო ქართლის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებულ გუნდს პრიზის სახით 4 000 ლარი გადაეცა“. – აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.


Share.

Leave A Reply