ზედამხედველობის სამსახურმა 9 თვის შედეგები შეაჯამა

0

10712605_848578181869969_1806098562357810211_oბოლნისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა 9 თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა 42 დარღვევა და გაიცა მითითებები. აქედან სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა 19 ობიექტის მეპატრონე. ზედამხედველობის სამსახურის მითითებით ამჟამად შეჩერებულია 4 ობიექტის მშენებლობა. მითთების შედეგად 19- ობიეტის მეპატრონემ გამოასწორა დარღვევები.

2015 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სამსახურმა 75 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამავე პერიოდის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურს ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად ვარგისად აღიარებისთვის შვიდი კომერციული ობიექტის მეპატრონემ მიმართა. მათგან ექსპლუატაციაში მიღებულია ხუთი, ორის კი უარი ეთქვა არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო.

ადმინისტრაციული ზედამხედველობის კუთხით გამოვლინდა 125 დარღვევა და გაიცა გაფრთხილებები:

1. უკანონო და უსაფრთხო გარე რეკლამის განთავსება – 3 გაფრთხილება.

2. საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე მოქალაქეებზე  – 12 გაფრთხილება.

3.  გარევაჭრობასთან დაკავშირებით – 18 გაფრთხილება.

4. მსხვიილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნა – 71 გაფრთხილება.

5. საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა – 1 გაფრთხილება.

6. უკანონოდ შემოღობილი  სახელმწიფო მიწები – 9 გაფრთხილება.

7. სავაჭრო ჯიხური – 1 გაფრთხილება.

8. სამშნებლო ან სხვა სახის ნარჩენების დაყრა – 9 გაფრთხილება.

9. კომერციული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება – 1 გაფრთხილება.

ხე-მცენარეების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს განცხადებით მიმართა 73 -მა მოქალაქემ, 42-მა მიიღო დადებითი , ხოლო 31- მა უარყოფითი პასუხი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კონკრეტულად მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნის ფაქტზე დაჯარიმდა ერთი 1 მოქალაქე.


Share.

Comments are closed.