ექვსი “ყოჩით” ჩემპიონის წინააღმდეგ

0
10295889_386690971532988_7153900578984638098_oსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2 ოქტომბერს 2015 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩში კარდიფში, საქვეყნოდ ცნობილ სარაგბო არენა “მილენიუმზე” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდება.
“ოლ ბლექსის” წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბისთვის უდიდესი პატივია და ეს პატივი ბოლნისის “ყოჩების” აღზრდილ ექვს მორაგბესაც ხვდა წილად. მათგან ხუთი სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო ერთი თადარიგიდან ჩაერთვება ბრძოლაში.
ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაშია და თავის 86-ე კეპს მპოხვეჭს “ყოჩების” აღზრდილი, “ენისეის” შუამარბი დავით კაჭარავა და ამ მაჩვენებლით ნაკრებში ჩატარებული მატჩენის რაოდენობით ჩამორჩენას მინიმუმამდე დაიყვანს მერაბ კვირიკაშვილთან. “ყოჩების” მორაგბეები დგანან 9-10 ნომრებზე. ამ მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას იწყებს იწყებს სასტარტო შემადგენლობაში ლაშა მალაღურაძე, ხოლო გიორგი ბეგაძე წინ ორ მატჩში სათადარიგო იყო, ახლა კი, ძირითად 15-ში დაწინაურდა.
ინგლისში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელიც მანამდე თამაშში თადარიგიდან ერთვებოდა, ასევე, კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ის აქამდე ჯაბა ბრეგვაძის შემცვლელი იყო, ამჯერად კი, მისი შემცვლელი ასევე “ყოჩების” აღზრდილი სიმონ მაისურაძეა.
საგულისხმოა, რომ ქართველების წინააღმდეგ “ოლ ბლექსი” უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. კარდიფში 5 ათასამდე ზელანდიელი გულშემატკივარია ჩასული, 75-ათასიანი “მილენიუმი” პირთამდე შეივსება და ადგილობრივების მტკიცებით, დანარჩენი 70 ათასი ქომაგი, მხარს “ბორჯღალოსნებს” დაუჭერს.
დავით კაჭარავა (საქართველოს ნაკრების შუამარბი): “ახალი ზელანდიის ნაკრებთან სათამაშოდ მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. კარგია, რომ ტრავმები არ გვაქვს და ყველა მწყობრშია. ცხადია, “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა. ყველა მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოუწევს. ვფიქრობ, კარგი სანახაობრივი მატჩი გამოვა. ახალ ზელანდიას ბურთი თუ დაუთმე, კარგს ვერაფერს მიიღებ. ამიტომ ვეცდებით, ხელდახელ ბურთაობით შევუტიოთ”.
გიორგი ბეგაძე (საქართველოს ნაკრები 9ნომერი): “ახალი ზელანდია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერიც მათ ეკუთვნით. საქართველოს ნაკრების კვართის ტარება ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებით კი ასეთი ოპონენტის წინაშე”.
2015 წლის მსოფლიო თასი
გ ჯგუფი
2 ოქტომბერი
კარდიფი. “მილენიუმი”. 23:00 (თბ.დრ.)
ახალი ზელანდია – საქართველო 
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმით, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმითი, 12. სონი-ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ვაიეთ ქროქეთი, 2. დეინ ქოულზი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. თონი ვუდქოქი, 18. ოუენ ფრენქსი, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. თიჯეი პერენარა, 23. მალაკაი ფეკიტოა.
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 21 კეპი, 88 ქულა – 3 ლელო; 11 გარდასახვა; 15 ჯარიმა; 2 არეკნი), 14. გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 12, 0), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 85, 85 – 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 33, 20 – 4 ლელო), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 48, 25 – 5 ლელო), 10. ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 60, 152 – 3 ლელო, 28 გარდასახვა, 24 ჯარიმა, 3 არეკნი), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 38, 0); 1. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 14, 5 – 1 ლელო), 2. შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი, 33, 15 – 3 ლელო), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 26, 15 – 3 ლელო), 4. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 73, 15 – 3 ლელო), 5. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 85, 50 – 10 ლელო), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 51, 5 – 1 ლელო), 7. მამუკა გორგოძე (კაპიტანი, ტულონი, საფრანგეთი, 63, 125 – 25 ლელო), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, 13, 10 – 2 ლელო).
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 32, 0), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 30, 5 – 1 ლელო), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბეიონი, საფრანგეთი, 15, 5 – 1 ლელო), 19. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 38, 10 – 2 ლელო), 20. ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 34, 15 – 3 ლელო); 21. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 8, 0), 22. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 38, 35 – 7 ლელო), 23. მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილის, 8, 10 – 2 ლელო).
გუნდი                    თ   მ   ფ   წ     +/-     ქ    ბ
ახალი ზელანდია   2   2   0   0   84:30   9   1
ტონგა                     2   1   0   1   45:38   6   2
არგენტინა              2   1   0   1   70:35   5   1
საქართველო          2   1   0   1   26:64   4   0
ნამიბია                   2   0   0   2   35:93   0   0

Share.

Comments are closed.