საქსტატის ინფორმაციით 2015 წლის პირველი იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.7 მილიონ კაცს შეადგენს. 1 118.3 ათასი ადამიანი თბილისში ცხოვრობს, დედაქალაქს 535.7 ათასით იმერეთი მოსდევს, მესამე ადგილზე კი 425 ათასი მაცხოვრებლით ქვემო ქართლის რეგიონია.
აჭარა – 336.5 ათასი.
სამეგრელო ზემო-სვანეთი – 330.9 ათასი.
კახეთი – 318.9 ათასი.
შიდა ქართლი – 264.7 ათასი.
სამცხე-ჯავახეთი – 160.3 ათასი.
გურია – 113.1 ათასი.
მცხეთა-მთიანეთი – 94.3 ათასი.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.8 ათასი.
ბუნებრივი მატების კოეფიციენტი გაიზარდა და შეადგინა – 3.1%. შობადობის კოეფიციენტი 16.3% – ია.