დაბა კაზრეთში სკოლამდელი მზაობის ჯგუფები გაიხსნა

0
12076607_10153655593433007_658030755_oდაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანერგილი ახალი პროგრამის ფარგლებში, ხუთიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის შვიდთვიანი უფასო ჯგუფი გაიხსნა. აღსაზრდელები უფროსი კლასის მოსწავლეებმა ზეიმით მიიღეს. სამსაათიანი საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ძირითადად თამაშით სწავლებას ითვალისწინებს, სკოლისთვის გარკვეული უნარების ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო. პატარები სკოლაში შესვლამდე გამოიმუშავებენ იმ სოციალურ, კოგნიტურ და ფიზიკურ უნარებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ სრულად ინტეგრირდნენ სასკოლო პროცესში. 
 

Share.

Comments are closed.