დაბა კაზრეთში პოლიკლინიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

2015-10-02_195600რადგან დაბა კაზრეთში არსებული საავადმყოფო ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. ამჟამად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იღებება იატაკი, კედლები, იცვლება ოთახების განლაგება.

დაბაში არსებული პოლიკლინიკა, რომელიც 1977 წელს გაიხსნა, როგორც ამბოლატორიულ, ისე სტაციონალურ მომსახურებას სთავაზობდა მოსახლეობას. მას შემდეგ კი რაც სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში გადავიდა, ვერ შეძლო სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაში ჩართვა და შეწყვიტა სრული დატვირთვით ფუნქციონირება. ექმითან ვიზიტი ფასიანი გახდა, შეიქმნა ფინანსური პრობლემები, მედ-პერსონალს გარკვეული პერიოდი უხელფასოდ უწევდა მუშაობა.

მიმდინარე წელს მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა, დაბის მაცხოვრებლები სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებას ითხოვდნენ, რასაც შედეგი მოჰყვა. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა ინვესტორს ორი წლით გადაეცა, განახლებული პოლიკლინიკა ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს დაქვემდებარებაში იქნება. აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით და მოსახლეობას ყველა იმ სერვისს შესთავაზებს, რასაც საყოველთაო დაზღვევა ითვალისწინებს.


Share.

Comments are closed.