სოფელ ცურტავის მოსახლეობას მალე უსიამოვნო სუნი აღარ შეაწუხებს, ტენდერში გამარჯვებული შპს „თერგი“ უახლოეს მომავალში დაბა თამარისში ცენტრალური კანალიზაციის რეაბილიტაციას დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის შესწავლა, რის შემდეგაც აღნიშნულ შპს-თან გაფორმდება ხელშეკრულება. სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 116 ათასი ლარი მოხმარდება.