დაბა თამარისის მოსახლეობა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

0

2015-10-22_192632დაბა თამარისის მოსახლეობას სასმელი წყლის მოსატანად კილომეტრების გავლა უწევს, დასახლებაში მრავალი წელია წყლის პრობლემა დგას. ადგილობრივები დებეტის სიმცირეზეც ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა აცხადებენ, რომ ერთი თვეა ონკანებში წვეთი წყალი არ გამოსულა, ხოლო რამდენიმე წუთით მიწოდებული კი დაბინძურებული იყო. მათთვის გაურკვეველია, რატომ ითხოვს კომპანია გადასახადს, როცა დაბას წყალი არ აქვს. მოსახლეობა პროტესტის ნიშნად გადასახადს არ იხდის და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ისინი გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. დაბა თამარისის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს ყიდულობს, ნაწილი კი სოფელ ცურტავში მდებარე რეზერვუარით სარგებლობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის გასარკვევად ანალიტიკურ-დიაგნოსტიკურმა სამსახურმა კვლევა ჩაატარა, სადაც გამოიკვეთა, რომ დაბა თამარისში უწყლობის პრობლემა დაზიანებულმა ქსელმა გამოიწვია და კომპანია მზად არის სამუშაოების დასაწყებად. კომპანიაში მოსახლეობისთვის დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მუდმივად ხდება სასმელი წყალზე ანალიზების და სინჯების აღება, ქსელს კი უტარდება დაქლორვა. კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის აღნიშვნით, დაბა თამარისის სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.


Share.

Comments are closed.