გოგი მეშველიანი 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოსავლენად მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდება

0

11709792_987244134670039_4613530295571405849_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოსავლენად საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდება. ამის შესახებ მეშველიანმა სამშაბათის ტრადიციულ თათბირზე განაცხადა.

„შევხვდები მაჟორიტარ დეპუტატებს და მათგანაც მოვისმენ რა პრობლემების მოგვარება იქნება პრიორიტეტული 2016 წელს მათ ტერიტორიულ ორგანოებში, რა თქმა უნდა სოფლის პროგრამის გარდა, რომელიც მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება,”- აღნიშნა გამგებელმა.

 

 


Share.

Comments are closed.