განცხადება

0

284255_196454937082300_6120980_n1ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის
ბრძანება №1256
2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე აუქციონის გამართვის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ და „ე.ე“ ქვეპუნქტების, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს №24 დადგენილებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის 2015 წლის 2 ოქტომბრის №2074-11 დასკვნის გათვალისწინებით.
ვბრძანებ:
1.გატანილ იქნას აუქციონზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა და განისაზღვროს აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი, საწყისი ფასი, წინასწარ შესატანი „ბე“ და ბიჯი:
ა.ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ბანერზე 5* 2.68-13,4 კვ.მ საწყისი ფასი – 536 (ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი,. წინასწარ შესატანი „ბე“ -160 (ას სამოცი) ლარი, ბიჯი – 30 (ოცდაათი) ლარი, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 10 (ათი) ლარი;
ბ.ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ბანერზე 5* 2.2 -11,0 კვ.მ საწყისი ფასი – 440 (ოთხას ორმოცი) ლარი, წინასწარ შესატანი „ბე“ -132 (ას ოცდათორმეტი) ლარი, ბიჯი -25 (ოცდახუთი) ლარი, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 10 (ათი) ლარი;
გ.ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ბანერზე 5* 2.2 -11,0 კვ.მ საწყისი ფასი – 440 (ოთხას ორმოცი) ლარი, წინასწარ შესატანი „ბე“ -132 (ას ოცდათორმეტი) ლარი, ბიჯი -25 (ოცდახუთი) ლარი, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 10- (ათი) ლარი;
დ.ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ბანერზე 5*1.7 -8,5 კვ.მ, საწყისი ფასი 340 (სამას ორმოცი) ლარი, წინასწარ შესატანი „ბე“-100 (ას ორი) ლარი, ბიჯი -20 (ოცი) ლარი, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 10 (ათი) ლარი;
2. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღების ვადა განისაზღვროს 2015 წლის 8 ოქტომბრის 15:00 საათიდან 2015 წლის 9 ნოემბრის 15:00 საათამდე.
3.აუქციონის ჩატარების თარიღი განისაზღვროს 2015 წლის 9 ნოემბერს;
4.ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდეს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში.


Share.

Comments are closed.