ბოლნისში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

0

12167264_867201006727976_1384092846_nსოფელ ტანძიაში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას მარიტა ოქრიაშვილს, მეწარმე ქალს იზოლდა ანსიანს და სოფელ ძველ ქვეშში მცხოვრებ უხუცეს მანდილოსანს კალმაზარ ბაირამოვას გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი სტუმრობდნენ. მათ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს საერთაშორისო დღე საჩუქრებით მიულოცეს.

ღონისძიების მიზანია მძიმე და დაუღალავი მშრომელი ქალბატონებისთვის პატივის მიგება, ვინაიდან ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც დოვლათს ქმნიან როგორც ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნისთვის, ქალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში. სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე ბოლნისში წელს პირველად აღინიშნა.

„ქალთა უფლებები სოფლად უფრო შეზღუდულია, ცვლილებები უფრო ნელა მიმდინარეობს, ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე და მამაკაცებთან შედარებით,  მცირე შანსი აქვთ წამოიწყონ ბიზნესი. ეს დღე საერთაშორისოა და ადგილობრივ ასპარეზზე წინ წამოწევს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. ეს დღე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება. წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს მცირედით მიულოცა“. -აღნიშნა გამგებლის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ფატიმა ტვილდიანმა.

იანა ბერიანი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ტანძიაში:

– სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიულოცეს სოფელ ტანძიაში მცხოვრებ ორ ქალბატონს, ერთი მრავალშვილიანი დედაა, რომლის სოციალური ფონი  მძიმეა, ხოლო მეორე ძალიან აქტიური ქალბატონია, ეწევა სოფლის მეურნეობას, მათთვის ეს სიურპრიზი იყო და გახარებულები დარჩნენ. ასეთი ყურადღება სოფელში მცხოვრები ქალბატონებისთვის  დიდი სტიმულია.

Share.

Comments are closed.