ბოლნისში პოლიეთილენის ბოთლებს გადაამუშავებენ

0

72501361379844,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის’’ პროგრამის ფარგლებში გასული წელს ევროკავშირის ინიციატივით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელიც 2 ქვეყნის, სომხეთისა და საქართველოს ერთობლივ თანამშრომლობას ითვალისწინებდა. პროექტში ჩვენი ქვეყნიდან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები იღებდნენ მონაწილეობას. სამეზობლო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ ორმოცმა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. აქედან 8 გამარჯვებული ერთობლივი პროექტი გამოვლინდა, 5 ქვემო ქართლის რეგიონიდან,  3  კი სამცხე-ჯავახეთიდან.

გიორგი დემურაშვილი, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი:

– სომხეთის ქალაქ დილიჟანსში 8 გამარჯვებული პროექტი გამოცხადდა და მოეწერა ხელი, მათ შორის სამი ბოლნისიდან წარედგენილი პროექტია.  ჩვენი ერთობლივი პროექტი მყარი ნარჩენების მართვას შეეხება, რომელიც ითვალისწინებს პლასტიკური ბოთლების შეგროვებასა და სეპარაციას, შემდგომ მის დაპრესვასა და გადამუშავებას. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოთლების გადამუშავება ბუნებრივ პირობებში 500 წლის მანძილზე მიმდინარეობს, მას გარემოსთვის საკმაოდ ძლიერი და დამაბინძურებელი ფაქტორები გააჩნია, ამ პროექტის მეშვეობით კი თავიდან ავიცილებთ ყველა იმ უსიამოვნებას, რაც მას ახლავს. ქალაქში დამატებით დაიდგმება სპეციალური ურნები, სადაც მოსახლეობას მიეცემა საშუალება ჩაყაროს „პლასტმასის“ ბოთლები, შემდგომ, ჩვენი მეშვეობით მოხდება აღნიშნული ბოთლების გადარჩევა და დაპრესვა. პროექტის დაწყებამდე მოსახლეობასთან არაერთ საინფორმაციო შეხვედრასა და კამპანიას გავმართავთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მავნებელია  პლასტიკური ბოთლები გარემოსათვის და რა აუცილებლობას წარმოადგენს შემგომი ექსპლოატაციისათვის მისი ცალკე ურნაში მოთავსება. პროექტის ღირებულება 242  ათას ევროს შეადგენს. მსგავსი პროექტი საქართველოში უკვე აპრობირებულია და ამ ევროპულ გამოცდილებას ბოლნისიც შეუერთდება.


Share.

Comments are closed.