ბოლნისში მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრი გაიხსნა

0

12087295_1049042571823528_6814017518721676346_oთეკლა მაღრაძემ და მასთან ერთად ლოგომედის ფილიალში მისულმა სხვა პატარებმა უფასოდ გაიარეს ლოგოპედის და ფსიქოლოგის კონსულტაცია, პაციენტებს დედაქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ, რადგან მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრმა პირველი რეგიონალური ფილიალი გახსნა ბოლნისში.

ლოგომედის ფილიალის გახსნის ცერემონიას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვემო ქართლის რწმუნებულ გუბერნატორი ესწრებოდნენ. ფილიალის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართი მუნიციპალიტეტმა გამოყო, რომელიც გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და აპარატურით. სამედიცინო პედაგოგიური ტიპის ცენტრში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა კომპლექსური თერაპია მოხდება, პაციენტებს გადამზადებული ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან, ფილიალი იმუშავებს ყოველდღე კვირის გარდა.


Share.

Comments are closed.