ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნის დღე აღინიშნა

0

12168254_10153685976768007_1725716906_oბოლნისში ევანგელურ-ლუთერანულ სამრევლო სახლში ღვთისმსახურება ყოველ კვირას აღევლინება. დღეს კი გერმანელი მიგრანტების ხსოვნასთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება გაიმართა. გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლებიდან 198 წელი შესრულდა. ღვთისმსახურებას, რომელიც ეპისკოპოსმა ჰანს-იოხიმ კინდერლენმა პასტორ ვიქტორ მიროშნიჩენკოსთან ერთად აღავლინა მიგრანტი გერმანელების შთამომავლებთან ერთად მოწვეული სტუმრები, საქართველოში გერმანიის ელჩი, ქვემო-ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ეპისკოპოსმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო საქართველოში შვაბების ჩამოსახლების და მოღვაწეობის ისტორია.

წირვის შემდეგ საზოგადოებამ სასტუმრო წისქვილში გადაინაცვლა სადაც საკორდინაციო შეხვედრა გაიმართა. რომელსაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლნისში ისტორიულ უბნებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციასა და სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.

2017 წელს საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე აღინიშნება, იუბილეზე განსახორციელებელ ღონისძებებზე ისაუბრეს შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურის დაცვის კავშირის თავჯდომარის განცხადებით საიუბილეო წელი იქნება დასტური გერმანელი და ქართველი ხალხის მეგობრობის.


Share.

Comments are closed.